Accentnews.ge
SOCAR-ი და Vitol-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირებაზე შეთანხმდნენ

SOCAR-ი და Vitol-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირებაზე შეთანხმდნენ

15/09/2021 18:55:36 ეკონომიკა

შვეიცარიულ-ნიდერლანდური საერთაშორისო სავაჭრო ფირმა Vitol-ი და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით წელიწადში დაახლოებით 1 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირებაზე შეთანხმდნენ, - იუწყება პორტალი Türkmenistan Altyn Asyr.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიამ უკვე გააფორმა შესაბამისი შეთანხმება, რომლის რეალიზება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება.

ადრე თურქმენეთისგან შესყიდული ნავთობი ტანკერებით რუსეთის პორტების გავლით ნოვოსიბირსკამდე ტრანსპორტირდებოდა, ხოლო შემდეგ - ნავთობსადენით. ახლა ამ მარშრუტით Vitol-ის მიერ ნედლეულის ტრანსპორტირების მოცულობები შესაძლოა, ორჯერ - თვეში 80 ტონამდე შემცირდეს.

ადრე SOCAR-მა განაცხადა, რომ რუსეთიდან და თურქმენეთიდან კომპანიების დიდი რაოდენობის მიზიდვის გზით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით საწვავის მიწოდებების გაზრდისკენ ისწრაფვოდა.

  • Vitol-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია ნახშირწყალბადების ნედლეულით ვაჭრობაში. იგი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სმარტ-კონტრაქტების საფუძველზე ENOC-ისგან შესყიდული თურქმენული ნავთობის მიწოდებებს უზრუნველყოფს.
  • ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გაივლის ნავთობი აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოდან და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან, ასევე კომპანია SOCAR-ის ნავთობი თურქმენულ (Dragon Oil-თან კონტრაქტის საფუძველზე), ყაზახურ და რუსულ ნავთობთან ერთად.
  • მილსადენის სიგრძე 1,768 ათას კმ-ს შეადგენს, რომელთაგანაც 443 კმ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის, 249 - საქართველოს, 1,076 ათასი - თურქეთის. ნავთობსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მლნ ტონას აღემატება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S