Time-მა მისი ვერსიით 2021 წლის ყველაზე გავლენიანი პერსონების ასეული დაასახელა

15-09-2021 23:07:05 ეს საინტერესოა

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მისი ვერსიით 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა.

"ლიდერების" კატეგორიაში წელს მოხვდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნგოზი ოკონჯო-ივეალა, ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, იტალიისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრები მარიო დრაგი და ნაფტალი ბენეტი, აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი როშელ ვალენსკი.

უკვე მეორე წელია, ამ კატეგორიაში ინარჩუნებენ ადგილებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ცზინპინი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

"ტიტანებად" მოიხსენია Time-მა კომპანია Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი სიმონა ბაილზი, აშშ-ის ყველაზე ტიტულოვანი ათლეტი ელისონ ფელიქსი და სხვები.

"ნოვატორების" კატეგორიაში არიან მომღერალი ბილი აილიში, ჯორჯ ფლოიდის ოჯახის ადვოკატი ბენ კრამპი, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი ფატიჰ ბიროლი, კენიელი აქტივისტი, Goldman-ის პრემიის მფლობელი ფილის ომიდო და სხვები.

"ხელოვნების მოღვაწეთა" კატეგორიაში მოხვდნენ მსახიობები ომარა სი, სკარლეტ იოჰანსონი, კეიტ უინსლეტი, ასევე სარეჟისორო "ოსკარის" მფლობელი პირველი აზიელი ქალი ჰლოე ჩჟაო.

"კერპებს" შორის არიან ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი, ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, მომღერალი ბრიტნი სპირსი და სხვები.

"გამომგონებლების" კატეგორიაში მოხვდნენ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, კომპანია Nvidia-ს გენერალური დირექტორი ჯენსენ ხუანგი, კომპანია General Motors-ის ხელმძღვანელი მერი ბარა და სხვები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები