Accentnews.ge
SpaceX-მა კოსმოსში ტურისტები გაგზავნა

SpaceX-მა კოსმოსში ტურისტები გაგზავნა

16/09/2021 06:48:19 ეს საინტერესოა

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა კოსმოსში გაგზავნა მისია, რომელიც მხოლოდ მოყვარული, არაპროფესიონალი ასტრონავტებისგან შედგება.

კანავერალის კონცხიდან ხომალდით Dragon ორბიტისკენ გაემგზავრა 4 ტურისტი: მისიის დამფინანსებელი, 38 წლის ამერიკელი მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი, 29 წლის მედდა ჰეილი არსენო, 51 წლის გეოლოგი სიან პროკტორი და აშშ-ის არმიის ვეტერანი, 42 წლის ინჟინერი კრის სემბროსკი.

სამდღიან კოსმოსურ მისიას Inspiration 4-ს საქველმოქმედო მიზანი აქვს - 200 მილიონის შეგროვება მემფისში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოსთვის.

კოსმოსური აპარატი იმყოფება დედამიწის ზედაპირიდან 575 კილომეტრის და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტიდან 150 კილომეტრის სიმაღლეზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S