Accentnews.ge
ორმხრივი სროლა წყნეთში, დაჭრილებს შორის შემთხვევითი მსხვერპლიცაა

ორმხრივი სროლა წყნეთში, დაჭრილებს შორის შემთხვევითი მსხვერპლიცაა

16/09/2021 07:22:38 სამართალი

თბილისში, წყნეთში, გიორგი შერვაშიძის ქუჩაზე გვიან ღამით ორმხრივი სროლა იყო. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩება ბრძოლის კვალი: ჟურნალისტებმა 50–მდე გილზა დათვალეს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაპირისპირებაში 20–მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. სროლის ხმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე ქუჩიდან ისმოდა. დაჭრილია სულ მცირე, ოთხი ადამიანი. მათ შორის არის ქალი – ია ქვაჩახია, რომელსაც "ბრმა ტყვია" მოხვდა. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, რადგან ტყვიამ შინაგანი ორგანოები დაუზიანა.

დაჭრილის დედა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, დაპირისპირებაში ჩართული პირები დაკავებულები არიან.

"აივანზე ვისხედით მე და ჩემი შვილი, როდესაც სროლა და კივილი ატყდა. გადავიხედეთ და ამ დროს მოხვდა ჩემს შვილს ტყვია მუცელში",– ყვება დაშავებულის დედა.

კიდევ ერთი თვითმხილველი იხსენებს, რომ სროლის დროს ეზოში, ბავშვები იმყოფებოდნენ და შემთხვევით გადაურჩნენ დაშავებას:

"უამრავი ბავშვი იყო მოედანზე, თამაშობდნენ როდესაც სროლა ატყდა. დაბლა დავწექით და ამ დროს ტყვია ხეს მოხვდაო".

შსს–ს მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S