„მთავარი არხის“ ოპერატორი: "გადმომაგდეს!"
16/09/2021 10:26:55 სამართალი
„მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან აბლოთია 15 სექტემბერს ქარელში მომხდარი ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ იგი „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადააგდეს
"გამოვარდა, დაახლოებით, არ მახსოვს 4 თუ 5 ადამიანი, ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან და ვარიდებდი თავს, როგორც ხდება ხოლმე წესით და უკან-უკან მივდიოდი იმიტომ, რომ მინდოდა, რომ დისტანცია მქონოდა, აგრესორ ადამიანსა და ჩემს შორის დისტანცია მინდოდა ყოფილიყო, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და აი ამ ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში, წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის რაც მოხდა, გადმომაგდეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით", - აცხადებს "მთავარი არხის" ოპერატორი მედიასთან კომენტარში.
ოპერატორი ამბობს, რომ ამგვარი ძალადობა არსად უნახავს:
"სად არ გვიმუშავია ჟურნალისტებს, ოპერატორებს, სად რა არ გაგვიშუქებია ცხელი წერტილებიდან, მაგრამ მსგავსი აგრესია და ძალადობა ადამიანის მიმართ, სრულად უცხო ადამიანებისგან არსად არ მინახავს. ალბათ არსად არ მინახავს, მაგრამ მაგრამ ერთი ვიცი, რომ ამათი ხელიდან ადამიანი მკვდარია, დაუფიქრებლად", - ამბობს ლევან აბლოთია.
მისი განმარტებით, "ქართული ოცნების" ოფისიდან ჟურნალისტი ბექა ყორშია ძალით გაიყვანეს და ოფისი შემდეგ თავადაც დატოვა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების წევრებ" ოფისში ჩაიკეტნენ. სიტუაცია ლევან აბლოთიას თანახმად, დაიძაბა მაშინ, როდესაც აივანზე "სტენდაპს" წერდნენ.


