ქალი ფოთის პოლციიის უფროსს ძალადობაში ადანაშაულებს
16/09/2021 13:19:01 სამართალი
ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი, თორნიკე იზორიას სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ამ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ფოთის საქალაქო სასამართლოზე დარყდნობით ადასტურებს.
იზორიას ბიზნესპარტნიორი ქალი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს. ჟურნალისტებთან დაკავების შესახებ დაზარალებული ქალის ადვოკატმა ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, იზორია ბიზნესპარტიორ ქალზე ძალადობდა და მას ბრალი ედება 2 ან მეტი პირის მიმართ ძალადობაში. მისივე ინფორმაციით, საქმე აღძრულია მუქარის მუხლითაც.
რაც შეეხება თავად იზორიას, მან „ტვ პირველთან“ საუბრისას თქვა, რომ თანამდებობას დაუბრუნდა, რადგან გამამტყუნებელი განაჩენი მის წინააღმდეგ გამოტანილი არ არის.
„კატეგორიულად გამოვრიცხავ. არც ერთხელ მიძალადია.. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არანაირი გავლენები არ გამაჩნია, ვარ სამსახურში ვასრულებ ჩემს მოვალეობებს,“ – ამბობს ის.


