Accentnews.ge
სუს–თან მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატი დააკავეს [ვიდეო]

სუს–თან მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატი დააკავეს [ვიდეო]

16/09/2021 13:32:46 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის შენობასთან დაპირისპირება იყო. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატი.

დაპირისპირებას წინ უძღოდა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პერფორმანსი. მათ სუს–ის შენობასთან ავტომანქანა მიიყვანეს და დალეწეს სჩვენებლად, რომ ასე უნდა დაინგრეს სისტემა, რომელიც ადამიანებს საძინებლებში უძვრება და უთვალთვალებს.

„პერფორმანსი გვქონდა სუს–ის წინ. „შკოდა“, რომლითაც უკანონოდ დასდევენ ადამაიებს, უსმენენ და უთვალთვალებენ, სიმბოლურად დავუფშვებით თვალწინ. ამას მოჰყვა ის, რომ თავს დაგვესხნენ პოლიციელები, არადა ჩვენ მათ საკთრებას არ ვაზიანებდით და ახლა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატია დაკავებული“,– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S