Accentnews.ge
მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

17/09/2021 08:50:50 სამართალი

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები დახვდნენ.

ირკვევა, რომ საპროცესო შეთანხმების პროცედურები დასრულებულია. ირკვევა ისიც, რომ კომპანიის აქტივები ახალ ინვესტორებს გადაეცათ.

"მაიას გამოსვლას ველოდები ძალიან დიდი ხანია და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ დაზარალებულები აღარ გვყავს, ახლა ისინი არიან მენაშენეები და ჰყავთ ახალი ინვესტორი. ჩვენი ვალდებულება მოვიხსენით და მიწები გადავეცით", - ამბობს გუკა რჩეულიშვილი.

მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს. მას თაღლითობაში ედებოდა ბრალი. მასთან ერთად დაკავებული იყო მისი და რუსუდან კერვალიშვილი, რომელმაც ციხე მიმდინარე წელს დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S