Accentnews.ge
სააკაშვილი – გახარიას მიმართ კობახიძის ბრალდებაზე: „გაშავების“ რუსული პრიმიტიული ტექნოლოგია"

სააკაშვილი – გახარიას მიმართ კობახიძის ბრალდებაზე: „გაშავების“ რუსული პრიმიტიული ტექნოლოგია"

17/09/2021 11:26:04 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პეზიდენტი ექს–პრემიერ გიორგი გახარიას მისამართით მმართველი გუნდის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას „ტიპიურ რუსულ ხელწერას“ უწოდებს.

„მე, რა თქმა უნდა გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა. ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იგივეს. ეს არის „გაშავების“ კლასიკური, ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია. [...] ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე. ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ კალაძე აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს ამ ბრალდებებს, რაც ზუსტად მიუთითებს, რომ საერთოდ არაფრით არ განსხვავდება დანარჩენი ოცნების ბანდისგან, გარდა კარგი რუჯისა და შედარებით უკეთესი გარეგნობისა“,– აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ თავმდომარე ირაკლი კობახიძე ირიბი მინიშნებების შემდეგ ექს–პრემიერ გიორგი გახარიასთან მიმართებაში ღია ბრალდებაზე გადავიდა და ყოფილი თანაგუნდელი არაეთიკურად მოიხსენია: მას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „კოკაინშიკი“ უწოდა.

შეგახსენებთ, რომ განსხვავებით 2017 წლისგან, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ნარკოტესტი გაიარა და რომ „სუფთაა“ და იგივესკენ მოუწოდა მერობის დანარჩენ კანდიდატებსაც. აღნიშნულ თემაზე აქცენტი კალაძემ მოგვიანებით კიდევ რამდენჯერმე გააკეთა მისი თანაპარტილებების მსგავსად და კეთდებოდა ირიბი მინიშნებები გახარიას მისამართით. გაჩნდა მლოდნი, რომ „ქართულ ოცნებას“ მაკომპრომატირებელი დოკუმენტი აქვს, ან საარჩენოთ ფაბრკაციის შეთავაზებას გეგმავს საზოგადოებისთვის. ორიოდ დღის წინ გახარიამ განაცხადა, რომ ტესტს გაივლის, თუმცა ევროპაში, რადგან სამხარაულის ბიუროში პროვოკაცია იგეგმებოდა და ანალიზის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S