ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა, არიან დაშავებულები
17/09/2021 11:41:17 სამართალი
იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები მცხეთის „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.
მსუბუქად დაშავდა კიდევ ექვსი მგზავრი, თუმცა მათ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


