შსს:"პოლიციამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა"
18/09/2021 12:50:13 სამართალი
შსს-მ 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნის შესახებ იუწყება.
ირკვევა, რომ მხილებულია ორი პირი, თუცა შსს–ს განცხადებაში მოტივზე არაფერია ნათქვამი. კერძოდ, შსს–ს ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ: 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.
შსს–ს რელიზის მიხედვით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ ტარებას გულისხმობს.
ირკვევა ისიც, რომ მხილებული პირები ამ დოისთვის დაკავებულები არ არიან.
ცნობისთვის: არსებული ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის შეკვეთის ვერსიას განიხილავს. საუბარია შურისძიების მოტივზე, რომელიც მოკლული ახალგაზრდის მამას უკავშირდება.


