თბილისის ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21-09-2021 10:21:55 კავკასია ,საგარეო პოლიტიკა

სომხეთის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

21 სექტემბერს ერევანში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. მთავარი ცერემონიალი დედაქალაქის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩატარდა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას რეფერენდუმის მონაწილეთა დაახლოებით 99 პროცენტმა მისცა ხმა. სომხეთმა დამოუკიდებლობა ოფიციალურად 23 სექტემბერს გამოაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები