კირკიტაძე რუსთავში ენმ–ის მხარდამჭერზე თავდასხმის შესახებ იუწყება

21-09-2021 12:14:06 სამართალი

რუსთავის მერობის კანდიდატის დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს სცემეს.

ივანე გველესიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

როგორც კირკიტაძე ამბობს, გველესიანი რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ააიპ-ში მუშობდა, თუმცა ის ენმ-ის მხარდაჭერის გამო სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.

"წუხელ გვიან ღამით, საკუთარ სახლთან, ახმეტელის ქუჩაზე ივანე გველესიანი ნიღბიანმა ადამიანმა სცემა. ეს ადამიანი აიძულეს რამდენიმე დღის წინ, რომ დაეწერა განცხადება და წამოსულიყო სამსახურიდან იმის გამო, რომ მან საჯაროდ დააფიქსირა ენმ-ს მხარდაჭერა. ის მუშაობდა რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ში. მას დაემუქრნენ რამდენიმე დღის წინ და აუსრულეს კიდეც ქართული ოცნების აქტივისტებმა. ეს ადამიანი წევს ახლა საავადმყოფოში, შეიძლება დასჭირდეს სახეზე ოპერაციაც", - ამბობს კირკიტაძე.

Новости

Другие новости