Accentnews.ge
"ახალგაზრდა კაცი გაიტაცეს, გაკოჭილს სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს" – სასტიკი მკვლელობა მარნეულში

"ახალგაზრდა კაცი გაიტაცეს, გაკოჭილს სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს" – სასტიკი მკვლელობა მარნეულში

21/09/2021 09:33:44 სამართალი

28 წლის კაცი, რომელსაც ოჯახის წევრები მარნეულში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, მოკლული იპოვეს. საქმეზე სამი პირია დაკავებული. მათგან ორს ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ხოლო მესამეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება.

გამოძიების ვერსიით, ორმა პირმა 18 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში, 28 წლის კაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ ბრალდებულებმა გაკოჭილი ახალგზრდა მისივე ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

იკვევა, მოვლენებს თვალს ადევნებდა გამტაცებლების მეგობარი, თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S