Accentnews.ge
განთიადში ოპოზიციონერ ლიდერებს თავს დაესხნენ, გამოიყენეს ცივი იარაღი

განთიადში ოპოზიციონერ ლიდერებს თავს დაესხნენ, გამოიყენეს ცივი იარაღი

21/09/2021 12:59:31 სამართალი

დმანისში, სოფელ განთიადში მოქმედ მერს - გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კახა ოქრიაშვლის ინფორმაციით, მძიმედაა დაჭრილი ორი პირი, ხოლო თავდასხმის ამსახველი არაერთი კადრი არსებობს.

დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

"სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი.

ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, "ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი. ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები.

მივმართავ შესაბამის უწყებებს - ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას". - განაცხადა ოქრიაშვილმა.

განახლებადი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S