Accentnews.ge
დმანისში წინასაარჩევნო შეხვედრისას მომხდარ თავდასხმაზე ერთი პირი დააკავეს

დმანისში წინასაარჩევნო შეხვედრისას მომხდარ თავდასხმაზე ერთი პირი დააკავეს

22/09/2021 06:17:53 მსოფლიო

სამართალდამცველებმა დმანისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრაზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე, რა დროსაც ადამიანები დაჭრეს, ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილია.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს: 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-სა და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

პოლიციამ ბრალდებული დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითა და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S