22 სექტემბერს 10:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდება

22-09-2021 10:49:18 რეგიონები ,რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-2) სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ97-ე კილომეტრზე, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დააზიანა მდ. ყოროლისწყალზე არსებული დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელის საყრდენი შუა ბურჯი, საჭიროა სპეციალისტების მიერ აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა, რის გამოც, 2021 წლის 22 სექტემბერს 10:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები