იგოეთთან ავარია მსხვერპლით დასრულდა
22/09/2021 07:07:25 სამართალი
ცენტრალური ავტომაგისტრალის, იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ერთმანეთს მაგისტრალზე მოძრავი ორი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.


