Accentnews.ge
სოხუმი თბილისს «აფხაზეთის შიდა საქმეებში ღია ჩარევაში" ადანაშაულებს

სოხუმი თბილისს «აფხაზეთის შიდა საქმეებში ღია ჩარევაში" ადანაშაულებს

21/09/2021 13:17:20 კონფლიქტები

სოხუმი საქართველოს ხელისუფლებას "აფხაზეთის სახელმწიფოს შიდა საქმეებში ღია ჩარევაში" ადანაშაულებს.

როგორც დე ფაქტო საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 სექტემბრის განცხადება, რომელშიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებზეა საუბარი, აფხაზური სახელმწიფოს შიდა საქმეებში ღია ჩარევას წარმოადგენს".

«აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების რუსეთის ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობა მათი სრულიად კანონიერი საარჩევნო უფლებაა, რომლის რეალიზება არანაირად არ არღვევს ფუნდამენტურ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და არ მოდის წინააღმდეგობაში გაერო-ს წესდებასთან», – ნათქვამია, აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზური დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც სოხუმში აცხადებენ, "აფხაზეთი და რუსეთი სრულად იცავენ თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, , ავითარებენ რა მყარ საკანონმდებლო-სამართლებრივ საფუძველზე სამოკავშირეო ურთიერთობებს, რომელიც არ არის მიმართული არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ და არ აზიანებს საქართველოს ინტერესებს, შესაბამისად, სრულიად არამართებულია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების ასარჩევად კენჭისყრის ჩატარების მიჩნევა თბილისისთვის რაიმე საფრთხედ და საქართველოს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფად".

"დროა, საქართველოს ხელისუფლებამ "ტერიტორიული მთლიანობით" სპეკულირება და უმანკო მსხვერპლის როლის თამაში შეწყვიტოს. იმედი გვაქვს, თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს იმ შექმნილი პოლიტიკური რეალობის მიმართ, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკისადმი პატივისცემაზე დაფუძნებულ მიდგომას ითვალისწინებს», – დასძენს სოხუმი.

ცნობისთვის: თბილისში განაცხადეს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა მოსკოვის დესტრუქციული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტრიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა მოწოდებით, მოსკოვის ამ ქმედებას სათანადო შეფასება მისცეს და ეფექტურად უპასუხოს.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ სცნობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S