ჯაფარიძე ამბობს, რომ გამოკითხვაზე მისულმა მასზე 19 ჩანაწერი აღმოაჩინა

22-09-2021 17:54:14 სამართალი

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გამოიკითხა.

პოლიტიკოსი უკანონო მოსმენებსა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

"19-ივე ჩანაწერი ზუსტად შეესაბამება იმას, რაც სინამდვილეში მოხდა. ეს იყო სპეციალური მიმართულებით მოსმენები, დაკავშირებული სამღვდელო პირებსა და ჩემს შორის ურთიერთობასთან. ეკლესია სადაც კი ნახსენებია ჩემს საუბარში, ეს არის ჩაწერილი. ეს არის უმძიმესი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა გააცნობიეროს. ეს არის ქვეყნის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული მიზანდასახული საქმიანობა," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს, საელჩოების თანამშრომლებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები