"ჩვენთან დედლები არ გვყავს": კადიროვმა ბაიდენი ჩეჩნეთში მიიწვია

22-09-2021 22:11:07 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ჩეჩნეთში მიიწვია "იმაში დასარწმუნებლად, რომ იქ დედლები არ ჰყავთ".

ასე გამოეხმაურა კადიროვი ბაიდენის მიერ გაერო-ს გენასმბლეის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ "მსოფლიო თანამეგობრობამ ლგბტ თემის უფლებების დაცულობა უნდა უზრუნველჰყოს ყველგან - ჩეჩნეთიდან კამერუნამდე".

«შემიძლია მხოლოდ, მოვიწვიო ის [ჯო ბაიდენი] ჩვენს რესპუბლიკაში, რათა პირადად დარწმუნდეს, რომ ჩვენში დედლები არ გვყავს და სიტყვაც კი არ არსებობს შესაბამისი. მათ ნაცვლად ქათმების ქმრები გვყავს», – წერს კადიროვი თავის ტელეგრამ-არხში.

მისივე შეფასებით, "აშშ დაბოღმილია ყველა მუსლიმურ სახელმწიფოზე და არაბულ სამყაროს ავიაბომბებით ხნავს, ბაიდენმა კი, რომელმაც სამარცხვინოდ გამოაბრუნა ჯარი ავღანეთიდან, გაუგებარი მიზეზით ჩეჩნეთის ხსენება დაიწყო".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები