Accentnews.ge
აბუ-დაბი, ბარსელონა, ბერლინი და ვენა - Wizz Air-ის ახალი და აღდგენილი მიმართულებები

აბუ-დაბი, ბარსელონა, ბერლინი და ვენა - Wizz Air-ის ახალი და აღდგენილი მიმართულებები

23/09/2021 08:13:50 ეკონომიკა

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებას ამატებს, ხოლო ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართუებით ფრენებს აღადგენს. ავიაბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Wizz Air Abu Dhabi აბუ-დაბის მიმართულებით რეგულარულ რეისებს 16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

რაც შეეხება ბარსელონას, ბერლინსა და ვენას, ბარსელონას მიმართულებით ფრენები ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით აღდგება, ვენის მიმართულებით - ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, ბერლინის კი - ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S