კალაძე – "ნამახვანჰესზე": "ახალი ინვესტორი სწრაფად უნდა მოიძებნოს"

23-09-2021 13:20:17 ეკონომიკა

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი, თბილისის მერი კახა კალაძე "ნამახვანჰესის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ენერგეტიკის დარგისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

მისი თქმით, ქვეყნის რესურსი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის მიზნით რაციონალურად უნდა იქნეს გამოყენებული.

„ამ კომპანიასთან თუ შეწყდა ხელშეკრულება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძალიან სწრაფად მოიძებნოს ინვესტორი, ვინც ამ პროექტს განახორციელებს, რადგან ენერგოდამოუკიდებლობისთვის, იმისთვის, რომ ენერგია მიეწოდებოდეს ქვეყნის მოსახლეობას, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს.