მედია: თურქეთმა სირიაში დამატებით ათასობით სამხედრო გაგზავნა

23-09-2021 14:23:29 მსოფლიო

თურქეთმა სირიაში დამატებით ათასობით სამხედრო გაგზავნა,– იუწყება „ბლუმბერგი“.

მისი ცნობით, თურქი სამხედროების მიზანი თურქეთ-სირიის საზღვრისკენ მიმავალი გზების კონტროლი და დაცვა იქნება. ამასთან, წინააღმდეგობას გაუწევენ სირიის არმიას, თუ ის იდლიბზე იერიშს მიიტანს.

როგორც იუწყებიან, ანკარაში შეშფოთებულნი არიან, რომ სირიის სახელისუფლებო ძალების თავდასხმამ იდლიბზე შესაძლოა, თურქეთის საზღვარზე მიგრანტების კრიზისის გამოიწვიოს.

იდლიბი არის ერთადერთი რეგიონი სირიაში, რომელსაც სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ძალები აკონტროლებენ. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს თურქეთის სადამკვირვებლო საგუშაგოები.

სირიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ 29 სექტემბერს თურქეთის, რუსეთის და ირანის პრეზიდენტები იმსჯელებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები