აშშ-ისა და რუსეთის გენშტაბების ხელმძღვანელები 2–წლიანი პაუზის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ

23-09-2021 14:28:16 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელებმა შეხვედრა ჰელსინკიში გამართეს. მარკ მილსა და ვალერი გერასიმოვს შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ.

როგორც ცნობილია, ორი ქვეყნის გენერალური შტაბის ხელმძღვანელების შეხვედრის მიზანს რისკების შემცირება და კონფლიქტების ოპერაციული მოგვარების საკითხები წარმოადგენდა.

ვალერი გერასიმოვი და მარკ მილი ერთმანეთს ბოლოს 2019 წელს შეხვდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები