ზელენსკი გაერო–ს "გამოღვიძებისკენ" მოუწოდებს

23-09-2021 14:42:27 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო–ს მოუწოდა, მეტი გააკეთოს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომის საპასუხოდ, სადაც მთავრობის ძალები კვლავ უპირისპირდებიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს.

როგორც ზელენსკიმ 22 სექტემბერს გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გაერომ უნდა "გამოიღვიძოს" და შეებრძოლოს მსოფლიოს წინაშე არსებულ უმწვავეს პრობლემებს.

"დღეს გაერო ჰგავს პენსიაზე გასულ სუპერგმირს, რომელსაც დაავიწყდა, რისი გაკეთება შეეძლო. ის საკუთარ თავს აღიქვამს ტვირთად, სუსტ, მსხვრევად, უსარგებლო მოხუც კაცად, რომლის ცხოვრებასაც აზრი არ ჰქონდა" - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი, როგორც უკრაინის აღმოსავლეთში ომის ხელშეწყობისთვის, ისე უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები