ერდოღანი: "ჩემი და ჯო ბაიდენის ურთიერთობები კარგად ვერ დაიწყო"

23-09-2021 21:23:01 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზე წლის დასაწყისში იყო, როდესაც ვაშინგტონმა თურქეთს რუსული სარაკეტო კომპლექს S—400-ების შეძენის გამო სანქციები დაუწესა და ანკარა ამერიკული ავიაგამანადგურებლების F-35-ების პროგრამიდან გამორიცხა.

მისივე თქმით, მისი და ჯო ბაიდენის ურთიერთობები კარგად ვერ დაიწყო.

„ვერ ვიტყოდი, რომ თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვიყიდეთ F-35-ები, გადავიხადეთ 1,4 მილიარდი დოლარი და ეს ავიაგამანადგურებლები ჩვენ არ მოგვცეს. აშშ-მა თავდაპირველად ეს უნდა მოაგვაროს“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა ნიუ–იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, თუ ვაშინგტონი ანკარას არ დაეხმარება, „თურქეთი თავდაცვით საჭიროებებს სხვაგან დაიკმაყოფილებს.“

ერდოღანის განცხადებით, ორმა ქვეყანამ ერთა უნდა იმუშაოს, თუმცა დღეს არსებული მიმართულება არაფერს კარგს არ მოასწავებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები