„თალიბანი“ ხელის მოკვეთის წესს აღადგენს

24-09-2021 08:58:57 მსოფლიო

რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესს აღადგენს, თუმცა, სასჯელი საჯაროდ აღარ აღსრულდება,– ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ „თალიბანის“ ერთ-ერთ ლიდერ მულა ნურადინ ტურაბიზე დაყრდნობით იუწყება.

„ყველა გვაკრიტიკებდა, როდესაც სტადიონებზე ვსჯიდით ადამიანებს, მაგრამ ჩვენ მათ კანონებსა და სასჯელზე არასდროს არაფერი გვითქვამს. ვერავინ გვეტყვის, რა უნდა იყოს კანონი. ჩვენ მივყვებით ისლამს და კანონი დაეფუძნება ყურანს“, – განაცხადა ტურაბიმ, რომელიც 1990-იან წლებში "თალიბანის" მმართველობის დროს მართლმსაჯულების სამინისტროს და ე.წ. რელიგიურ პოლიციას ხელმძღვანელობა და დასძინა, „ხელის მოკვეთა აუცილებელია უსაფრთხოებისთვის. ეს სხვა ადამიანებს აკავებს ქურდობისგან“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები