Accentnews.ge
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

24/09/2021 05:28:01 რეგიონები

უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 26-ე, 47-ე კილომეტრზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები.

ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„აღნიშნულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-10, 72-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S