თიანეთში მწყემსი მოკლეს

24-09-2021 10:30:24 სამართალი

თიანეთში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრი იყო და თიანეთში მწყემსად მუშაობდა.

მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული თანასოფლელია. ისინი მწყემსად ერთად მუშაობდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები