
თალიბებმა "სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი" მიიღეს
24/09/2021 07:31:21 კონფლიქტები
ავღანეთის ახალ ხელმძღვანელობაში პრემიერ-მინისტრის მოადგილე მულა აბდულ განი ბარადარი "სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელს" შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობა "თალიბანის" პოლიტიკური ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა გაავრცელა.
«შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხები, რომელიც ორივე ქვეყანას, ავღანეთში არსებულ ვითარებასა და რეგიონულ უსაფრთხოებას ეხება», – ნათქვამია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვიანებით გაირკვა, რომ თალიბებს შეხვდა ალექსეი მაქსიმოვი, რომელიც, როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ცხინვალში მოსკოვიდან მიავლინეს "რუსეთში სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის" სტატუსით.
- ცოტა ხნის წინ მედია მაქსიმოვის ბიოგრაფიაში მთელი რიგი საეჭვო ფაქტების შესახებ იუწყებოდა. კერძოდ, საუბარი იყო მის მიერ არარსებული საბრძოლო დამსახურებებისა და ჯილდოების "მიწერის" შესახებ.
თავად ცხინვალში ხსენებული შეხვედრის შესახებ ჯერ დუმან.
- მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს ოსური დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით სანაკოევმა "თალიბანის" ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური აღიარება" არ გამორიცხა. «მართალია, ალანიის სახელმწიფოს მიერ "თალიბანის" აღიარების საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას, თუმცა გამორიცხული არაფერია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად საღად და პრაგმატულად მოაზროვნედ წარმოაჩენს თავს ავღანეთის ახალი ხელმძღვანელობა», – წერდა სანაკოევი.