იტალიაში ესპანელი სეპარატისტი დააკავეს

24-09-2021 13:03:58 სამართალი

კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი იტალიის პოლიციამ დააკავა.

როგორც ცნობილია, პუჩდემონი სარდინიაზე ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან შესახვედრად ჩავიდა.

პუჩდემონი უახლოეს დღეებში წარდგება სასამართლოს წინაშე, რომელიც მისი ესპანეთში ექსტრადიციის საკითხს განიხილავს.

ესპანეთი კატალონიის ყოფილ ლიდერს, კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის საკითხზე 2017 წელს ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებაში სდებს ბრალს. დაკავებაც სოწრედ ესპანეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე განხორციელდა.

პუჩდემონი რამდენიმე წელი ბელგიაში ცხოვრობდა, თუმცა 2021 წლის მარტში ევროპარლამენტმა კარლეს პუჩდემონს ევროდეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები