Accentnews.ge
კობახიძემ "სუს-ის ფაილებში" მასთან დაკავშირებული ეპიზოდის ნამდვილობა დაადასტურა

კობახიძემ "სუს-ის ფაილებში" მასთან დაკავშირებული ეპიზოდის ნამდვილობა დაადასტურა

24/09/2021 09:53:12 პოლიტიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში „სუს-ის ფაილების“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „სამი თუ ოთხი ეპიზოდი“ მასაც უკავშირდება.

„ის ფაქტები ბუნებაში არსებობდა. სამი წლისთავზე გამიჭირდება იმის თქმა, ეს სატელეფონო საუბარი იყო თუ სხვა ფორმატის, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოვლენები არსებობდა. საერთოდ არ ვიცი, რა წყაროთი შეიძლება ეს ინფორმაცია მოპოვებული იყოს, მაგრამ ეს ფაქტები მე მახსოვს", - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S