ფშაველი -აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

24-09-2021 14:46:24 რეგიონები ,რეკლამა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 26-ე, 47-ე 57 -ე კილომეტრზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები.

აღნიშნულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-10 დან 72-ე კილომეტრამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება, რათა უსწრაფესად მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები