Accentnews.ge
წულუკიანი: "გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი"

წულუკიანი: "გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი"

24/09/2021 12:25:57 პოლიტიკა

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ნიკა მელიას “პროფესიონალ ხულიგანს” უწოდებს.

მინისტრის თქმით, აინტერესებს, როგორ შეაფასებს ევროკავშირი “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეებს შორის 23 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს.

“ბატონი მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ ის პროფესიონალი ხულიგანია.

ჩვენ გვაინტერესებს როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, რომ კარგი იქნება თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია “ქართულ ოცნებასთან”.

აგერ არის პერსონაჟიც, აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა”, — დასძინა წულუკიანმა.

ცნობისთვის: ენმ–ისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეები ერთმანეთს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაუპირისპირდნენ. მელიამ და კობახიძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთზე გაიფიზიკურადაც გაიწიეს.

დაპირისპირების შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ჯერ „ქართული ოცნების“, შემდეგ კი ენმ-ის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მმართველი პარტიის მხარდამჭერები ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ დაიშალნენ.

იხილეთ ასევე: სარჯველაძემ გუშინდელ „სპექტაკლში“ ევროკავშირის ელჩის "როლზე" მიანიშნა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S