სარჯველაძემ გუშინდელ „სპექტაკლში“ ევროკავშირის ელჩის "როლზე" მიანიშნა

24-09-2021 14:49:55 პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჩველაძე, მათ შორის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროკავშრის ელჩს კარლ ჰარცელს ნიკა მელიასთვის უნდა მოეწოდებინა, "ასე ნუ იქცევა".

"ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში, ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას და ა.შ. ეს ერთმანეთში არკვიონ. ის ამაზრზენი ქცევები, რომელსაც ახლა გვთავაზობენ, ამის პოპულარიზებას ეწევიან... იმის ნაცვლად, რომ გამოვიდნენ და თქვან, "რაც მელიამ იკადრა, ეს არის წარმოუდგენელი რამო", ამის ნაცვლად, ალტერნატიულ ვერსიებს და ცენტრებს ქმნიან, რატომ? ვის რა როლი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში ასეთი დაძაბულობის კერები იქმნებოდეს, უნდა გამოვიდეს და უთხრას, "მელია, გაჩერდი და ასეთ ქცევებს ნუ ახორციელებ" და დამთავრდა, რაღად უნდა შემდეგ რაღაცა ინიციატივები“, - განაცხადა სარჯველაძე.

მანამდე კარლ არცელის კომპეტენცია ირაკლი კობახიძემ შეაფასა.

იხილეთ ასევე: რა აძლევს „ქართულ ოცნებას“ სითამამის საფუძველს?

ცნობისთვის: დეპუტატ სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის დატოვება იმ მიზეზით შეაგვაინდათ, რომ ელჩი შს სამინისტროსგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ცდილობდა, თუმცა მან ეს გარანტია ვერ მიიღო. ამდენად, პოლიტიკოსებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ გარანტია გაცემული ვერ იქნა. ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა ბადრი ჯაფარიძემაც.

„ევროაკავშრის ელჩის თხოვნა იყო, რომ არ დაგვეტოვებინა ტერიტორია, სანამ ის არ მიიღებდა გარანტიას სამართალდამცავი უწყებებიდან უსაფრთხოების თაობაზე და ევროკავშირის ელჩმა გარანტია ვერ მიიღო. მე ვმუშაობდი ლიბიაში, სადაც სამოქალაქო ომის პირობები იყო და შს სამინისტრო უბრალოდ არ არსებობდა. სწორედ იქ ვიყავი ასეთ ვითარებაში: იყო ტერორისტული თავდასხმის საფრთხე, ვიყავით უსაფრთხო ოთახში ჩაკეტილები და ვერ გამოვდოდით შენობიდან, რადგან ვერავინ უზრუნველყოფდა უცხოელი დიპლომატების უსაფრთხოებას. დღეს ჩემს სამშობლოში, სადაც 30 წელია, ვცდილობთ, სახლემწიფო შევქმნათ, იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიებს ვერ გასცემს“,– განაცხადა სამადაშვლმა „ტვ პირველის“ ეთერში.

შეგახენებთ, რომ ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და ენმ–ის თავმჯდომარეები დაუპირსპირდნენ. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიემ ტერიორია დატოვა, ადგილზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ. იმ მომენტისთვის ოპოზიცონერი ლიდერები, მათ შორის, ნიკა მელია ევროკავშირის ოფისში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით ადგილზე პოლიციაც გამოცხადდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ გაითვალისწინეს ირაკლი კობახიძის თხოვნა დშლის თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები