ალიევი - "ექვსთა ფორმატზე: "თბილისი წინააღმდეგია, ერევნის პოზიცია უცნობია, მაგრამ თუ დადებითი აღმოჩნდება, შეგვიძლია, მუშაობა დავიწყოთ"

24-09-2021 17:19:25 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მორიგი კომენტარი გააკეთა კავკასიაში "ექვსთა პლატფორმის" ჩამოყალიბების იდეის თაობაზე და განაცხადა, რომ "ინიციატივები, რომლებიც რეგიონის ქვეყნებში განიხილება, პოზიტიურადაა მიმართული თანამშრომლობაზე».

«ინიციატივა 3+3 მხარდაჭერილია რუსეთის, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის მიერ. საქართველო წინააღმდეგია, სომხეთს კი თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია - არც კი, არც არა, პოზიცია კვლავაც არაა. თუ ეს პოზიტიური პოზიცია იქნება, შეგვიძლია, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონში არა მარტო სტაბილურობასა და უსაფრთხოების რისკების მინიმიზებას, არამედ იმასაც, რომ ჩვენმა ქვეყნებმა თავად შეძლონ ურთიერთქმედების განსაზღვრა, თავად გადაწყვიტონ, როგორ იცხოვრონ. ანუ, რეგიონი გათავისუფლდება გარე ზეგავლენისგან», – განმარტა ალიევმა რუსულ ჟურნალ «Национальная оборона»-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელია "ექვსთა პლატფორმის" (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველ, სომხეთი) ჩამოყალიბება რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად. ინიციატივას მაშინვე დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის ლიდერმა. თბილისში კი აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთთან ერთობლივ ვერავითარ ფორმატში ვერ ჩაებმება, სანამ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები