ევროკავშირის ელჩი ნიკა მელიას და ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას ეხმიანება

24-09-2021 18:36:14

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს–სამსახური 23 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ელჩ კარლ ჰარცელის კომენტარს ავრცელებს.

ელჩი წხუს, რომ "წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა", გმობს წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და შესაბამის უწყებებს მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ მოიწდებს. ამასთან, სთხოვს მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება.

„გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე. ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ-ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან. ნება მომეცით გავიმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება. არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა. საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახენებთ, რომ ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და ენმ–ის თავმჯდომარეები დაუპირსპირდნენ. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიემ ტერიორია დატოვა, ადგილზე ჯერ „ქართული ოცნების“, შემდეგ ენმ–ის მხარდამჭერები მივიდნენ. მმართველი გუნდის მხარდამჭერები ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ დაშალნენ.

ცნობისთვის: დეპუტატ სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის დატოვება იმ მიზეზით შეაგვაინდათ, რომ ელჩი შს სამინისტროსგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ცდილობდა, თუმცა მან ეს გარანტია ვერ მიიღო. ამდენად, პოლიტიკოსებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ გარანტია გაცემული ვერ იქნა. ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა ბადრი ჯაფარიძემაც.

„ევროაკავშრის ელჩის თხოვნა იყო, რომ არ დაგვეტოვებინა ტერიტორია, სანამ ის არ მიიღებდა გარანტიას სამართალდამცავი უწყებებიდან უსაფრთხოების თაობაზე და ევროკავშირის ელჩმა გარანტია ვერ მიიღო. მე ვმუშაობდი ლიბიაში, სადაც სამოქალაქო ომის პირობები იყო და შს სამინისტრო უბრალოდ არ არსებობდა. სწორედ იქ ვიყავი ასეთ ვითარებაში: იყო ტერორისტული თავდასხმის საფრთხე, ვიყავით უსაფრთხო ოთახში ჩაკეტილები და ვერ გამოვდოდით შენობიდან, რადგან ვერავინ უზრუნველყოფდა უცხოელი დიპლომატების უსაფრთხოებას. დღეს ჩემს სამშობლოში, სადაც 30 წელია, ვცდილობთ, სახლემწიფო შევქმნათ, იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიებს ვერ გასცემს“,– განაცხადა სამადაშვლმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები