პუჩდემონი იტალიურმა სასამართლომ გაათავისუფლა

24-09-2021 23:15:37 მსოფლიო

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი იტალიურმა სასამართლომ გაათავისუფლა - იუწყება BBC.

კარლეს პუჩდემონი ექსტრადაციის საკითხის განხილვამდე იტალიაში დარჩება.

კატალონიის ყოფილი ლიდერი იტალიაში ხუთშაბათს დააპატიმრეს. საფუძველი ესპანეთის მიერ გაცემული ორდერი გახდა.

კარლეს პუჩდემონს ესპანეთი 2017 წელს კატალონიაში ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის მოწყობაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები