Accentnews.ge
თუშეთიდან 40-მდე მოქალაქე ჩამოიყვანეს

თუშეთიდან 40-მდე მოქალაქე ჩამოიყვანეს

25/09/2021 10:44:06 რეგიონები

თუშეთიდან 40-მდე მოქალაქე და ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენების დახმარებით ბარში ჩამოიყვანეს.

ვერტმფრენებით მოქალაქეების გადმოყვანა თელავის აეროპორტში განხორციელდა.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთის დაზიანების შედეგად, მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოსწყდა, რის გამოც ადგილობრივები და ტურისტები მთაში ჩარჩნენ. ამასთან, დანარჩენი მოქალაქეებისა და ტურისტების გადმოყვანა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით იგეგმება, თუმცა როგორც კახეთის გუბერნატორმა განაცხადა, ფრენების განხორციელება დამოკიდებულია ამინდზე.

შეგახსენებთ, მეწყრული პროცესების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე და 57 კმ-ზე დაზიანდა საავტომობილო გზა და ტრანსპორტის გადაადგილება თუშეთის მიმართულებით აკრძალულია. როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა განაცხადა, ნისლისა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთიდან მოქალაქეების ჩამოყვანა ვერტმფრენებმა უამინდობის გამო ვერ განახორციელეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S