
„დაპირისპირების ძალიან მაღალი რისკი არსებობს“
16/05/2019 11:46:45 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 19 მაისისთვის დაგეგმილი არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, მაქსიმალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ.
„მესმის, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მობილიზაციას უწევს თავის მხარდამჭერებს არჩევნების დღეს და მინდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდო, გამოიჩინონ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს თავიდან იქნას არიდებული დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება. ეს იქნება ყველა მათგანის პასუხისმგებლობა. დაპირისპირების ძალიან მაღალი რისკი არსებობს“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, მას კომუნიკაცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა საქმეზე, რომელიც კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს, დროული რეაგირება იქნება.
ცნობისთვის: მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. იმავე დღეს გაიმართება მერების რიგგარეშე (ზუგდიდი, ჭიათურა, მარნეული, ხულო და ზესტაფონი) და საკრებულოების შუალედური არჩევნები (ოზურგეთის, საგარეჯოს, ადიგენის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში).
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021