Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: "დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში"

ირაკლი ღარიბაშვილი: "დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში"

27/09/2021 08:37:03 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში მოსმენები გრძელდება, თუმცა აზუსტებს, რომ ეს ხდება მხოლოდ კანონის ფარგლებში.

მან სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ფაილებს ფაბრიკაცია უწოდა.

"ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე. რაც შეეხება მოსმენებს, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში", - თქვა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ასევე: ლილუაშვილი –"სუს–ის" ფაილებზე: "მე რა შუაში ვარ?!"

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს, საელჩოების თანამშრომლებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S