Accentnews.ge
მედიაკოალიცია ინსპექტორს მოუწოდებს, "მოსმენების" ბოროტად გამოყენების საკითხი შეისწავლოს

მედიაკოალიცია ინსპექტორს მოუწოდებს, "მოსმენების" ბოროტად გამოყენების საკითხი შეისწავლოს

27/09/2021 14:41:28 სამართალი

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების საკითხი.

ორგანიზაციები მოუწოდებენ ინსპექტორის სამსახურს:

  • გამოიყენოს "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების საკითხი;
  • სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია 2017 წლიდან დღემდე ე.წ. "მოსმენების საქმესთან" დაკავშირებით, რასაც შესაძლოა, მნიშვნელობა ჰქონდეს საქმის გადაწყვეტისთვის.

მოქმედი კანონმდებლობით, სუს-ის სისტემაში შემავალ სააგენტოს გააჩნია ფარული ელექტრონული მიყურადების სრული შესაძლებლობა. როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, კანონმდებლობა მოსმენების პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სავალდებულო ჩართულობას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს, საელჩოების თანამშრომლებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S