
ლარის კურსი 6 აგვისტოს
06/08/2019 03:04:34 ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა 6 აგვისტოს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8946 ლარია, ხოლო 1 ევროს 3.2312 ლარად შეიძენთ.
5 აგვისტოს ერთი დოლარის ღირებულება 2.887 ლარი იყო, ერთი ევროსი კი 3.2037 ლარი. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა.