Accentnews.ge
"თუ საერთაშორისო დამკვირვებლები აბსოლუტური უმრავლესობით გვეტყვიან, რომ ძალიან მაგარი არჩევნები ჩატარდა, შედეგებს ვაღიარებთ"

"თუ საერთაშორისო დამკვირვებლები აბსოლუტური უმრავლესობით გვეტყვიან, რომ ძალიან მაგარი არჩევნები ჩატარდა, შედეგებს ვაღიარებთ"

29/09/2021 10:30:43 პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ თუ საერთაშორისო დამკვირვებლები აბსოლუტური უმრავლესობით იტყვიან, რომ "ძალიან მაგარი არჩევნები ჩატარდა, ოპოზიცია შედეგებს აღიარებს".

"რა თქმა უნდა, ჩვენ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები აბსოლუტური უმრავლესობით გვეტყვიან, რომ ძალიან მაგარი არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში, ისეთი ჯერ რომ არ გვინახავს, პასუხობს დემოკრატიულ, ევროპულ, ამერიკულ სტანდარტს", – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საერთაშოროსო დამკვირვებელი არ იმყოფებოდა გლდანში, სადაც თვითონ მაჟორიტარი კანდიდატი იყო.

"შარშან რომ ყოფილიყო საერთაშოროსო დამკვირვებელი გლდანში და საკუთარი თვალით დაენახა, როგორ არბევს იარაღით ადამიანი საარჩევნო უბანს და როგორ წვავენ ოფისს, გგონიათ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დასკვნა ისეთი იქნებოდა, როგორიც იყო? შარშან, მთელ ქვეყანაში თუ არ ვცდები, 103 დამკვირვებელი იყო, დღეს კი სხვა რაელობა არის“, - აცახდებს ნიკა მელია.

ცნობისთვის: ევროპარლამენტის წევრის მარინა კალიურანდის განცხადებით, ქართველმა პოლიტიკოსებმა თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა დადონ პირობა, რომ თუ ODIHR​ შედეგებს აღიარებს, თავადაც იმავეს გააკეთებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S