Accentnews.ge
მედია: სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს

მედია: სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს

29/09/2021 17:24:45 კავკასია

სომხური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2018-2020 წლებში დავით ტონოიანი.

მედია წერს, რომ თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკა ასევე მიმდინარეობს სამხედრო ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელის ავეტიკ მურადიანისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის სტეფან გალსტიანის ბინებში.

მედია ვარაუდობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში იარაღის მიწოდების შეთანხმებებთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S