Accentnews.ge
შსს 17 მაისისთვის დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს

შსს 17 მაისისთვის დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს

16/05/2019 12:49:40 სხვა, სამართალი

შს სამინისტრო 17 მაისისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზატორებს და მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. 

როგორც ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისში ღონისძიებები ხვალ რამდენიმე ადგილზე გაიმართება და პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

"ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 17 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ღონისძიებები.

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებს და მონაწილეებს დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",– ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.​ 

როგორც ცნობილია, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად სახალხო მსვლელობა გაიმართება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, მსვლელობა შედგება რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.

„მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარასკლისის შემდეგ გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არ აქვს. იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალაობას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ცნობისთვის: 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქართული ლგპტ თემი ღონისძიების გამართვას არ გეგმავს. მიზეზად დაძაბულობის თავიდან აცილება სახელდება. აღსანიშნავია, რომ რიგმა მომღერლებმა მსვლელობის შემდეგ დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S