Accentnews.ge
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა

30/09/2021 13:33:58 რეგიონები, რეკლამა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ-ის მონაკვეთზე (კალა-უშგული) ჩამოიშალა გზის მარცხენა ზედა ფერდი. ქვისცვენა ამჟამადაც გრძელდება და მოძრაობა ჩაკეტილია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.

ადგილზე იმყოფებიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. სტიქიური მოვლენების დასტაბილურებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S