Accentnews.ge
ხაბეიშვილი: "სააკაშვილი, უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოშია"

ხაბეიშვილი: "სააკაშვილი, უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოშია"

01/10/2021 08:30:41 პოლიტიკა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოშია.

“მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა. კონკრეტულ დღეს, რიცხვს, საათს ნამდვილად ვერ გეტყვით, არ ვიცი, გულწრფელად გეუბნებით. რა მნიშვნელობა აქვს, საიდან შემოვიდა, ადამიანი არის საქართველოში და ფაქტია, რომ მოსახლეობას მოუწოდა 2-ში არჩევნებზე იმისთვის, რომ 3-ში ყველამ ერთად აღვნიშნოთ და ნახავთ [სააკაშვილს] დღისით, მზისით”, — განაცხადა ხაბეიშვილმა “ფორმულას” ეთერში.

მისი თქმით, ენმ 3 ოქტომბერს გეგმავს ამომრჩევლის მობილიზებას “გამარჯვების დღის აღსანიშნავად”:

„2 ოქტომბრის არჩევნები წყალგამყოფია ჩვენი ქვეყნისთვის. მშვიდად მივდივართ არჩევნებზე და ვასრულებთ დაპირისპირებას, ბოღმას, შურს. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად გადადგა ეს ნაბიჯი და საქართველოშია. ახლა ჩვენი მოსახლეობის ვალია, არჩევნებზე მივიდეთ. მინდა, ქართული ოცნების“ მომხრეებს მოვუწოდო, მათი დიდი ნაწილი ძალდატანებით რომ ჰყავთ ოფისებში, საჯარო სამსახურებს და ა.შ. მათ დიდ ნაწილს არ მოსწონს „ქართული ოცნების“ მმართველობა. დილიდან „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებიც კი კომუნიკაციაში შემოდიან და რაღაც შიშები აქვთ, რომ ვიღაცა ვიღაცას დასჯის. მეგობრებო, არავინ არავის დასჯის, გარდა იმისა, ვინც მოიპარა. ისინი დააბრუნებენ ფულს, ციხეში არავინ გვჭირდება. არავისთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ“.

ცნობისთვის: ორიოდ საათის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.

შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღავრი არ გადმოუკვეთავს.

იხილეთ ასევე: „ვიდეოზარით დამიკავშირდა“ – რას ამბობენ ენმ–ში ქვეყანაში სააკაშვილის სავარაუდო დაბრუნებაზე

"ქართული ოცნების" წევრების რეაქცია სააკაშვილის განცხადებაზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S