Accentnews.ge
სენატორი შაჰინი: "არ მგონია, სააკაშვილის დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს"

სენატორი შაჰინი: "არ მგონია, სააკაშვილის დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს"

01/10/2021 11:14:33 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორი შაჰინი ამბობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება ქვეყნის სასარგებლო არ იქნება.

"ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება", - ამბობს სენატორი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

ცნობისთვის: 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.

შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღავრი არ გადმოუკვეთავს და არ დაუტოვებია უკრაინის საზღვრებიც. „ქართული ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S